კომპანია დიდოსტატი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ხის მასალისგან დამზადებული კოტეჯების, სასტუმროების და მუდმივსაცხოვრებელი კაპიტალური ხის სახლების მშენებლობას. მშენებლობისას გამოიყენება ფინური სტანდარტის, კარკასული ტიპის მშენებლობის მეთოდიკა.
- მშენებლობისთვის გამოიყენება არხანგელსკისა და კიროვის ფიჭვის ხის მასალა, რომელიც დამუშავებულია მწერებისა და ჭიების საწინააღმდეგო ხსნარებით.
- თერმოიზოლაცია და დათბუნება ხდება 15სმ სისქის გერმანული Knauf-ის ნატურალური ბამბით, რაც თითქმის 5-7-ჯერ ამცირებს გათბობის დანახარჯებს და აღარ საჭიროებს ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას.
- სახურავისთვის გამოიყენება კორეული Monterrey Lux-ის მეტალოკრამიტის სახურავი.
- სახლის გარეგანი დამუშავება და სასურველ ფერზე შეღებვა ხდება ფინური Tikkurila-ს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით, რომელიც დამზადებულია წყლის ბაზაზე და არ აქვს სუნი. აღნიშნული საღებავი ღრმად შეიწოვება ხის ფორებში, რაც იცავს ხეს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, წყლის ზემოქმედებისაგან, ნესტის შეწოვისაგან და სხვა სახის კლიმატური ზემოქმედებისაგან.
- ელექტროგაყვანილობის (სადენები, ჩამრთველები, ელცქვიტები, ჭაღები) მონტაჟისას დამატებითი უსაფრთხოების მიზნით გამოიყენება ნორმით გათვალისწინებულზე 3-4-ჯერ დიდი კვეთის სადენები.
- გარე პერიმეტრზე მონტაჟდება ათწლიანი საგარანტიო ვადის მქონე, ხუთკამერიანი ყავისფერი მაღალხარისხიანი მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრები, ხის ფაქტურით, ორმაგი მინაპაკეტით, გერმანული და ავსტრიული საკეტებით და აქსესუარებით.
- კოტეჯები და ხის სახლები აღჭურვილია სველი წერტილებით (ცივი/ცხელი წყალი, უნიტაზი, ნიჟარა, საშხაპე). სააბაზანო ოთახის იატაკის მოწყობა ხდება ესპანური ან თურქული მეთლახით, ხოლო კედლების მოწყობა ხდება მაღალი ხარისხის პლასტიკატით. ასევე შესაძლებელია კედლების მოწყობა კაფელით, დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე.
- კოტეჯის ან ხის სახლის ფასში შედის ლითონ-კონსტრუქციის ფუნდამენტის ღირებულება (შეფუთვისა და ამოშენების გარეშე), რომელიც დაშორებულია მიწის ზედაპირიდან 80 სანტიმეტრამდე სიმაღლეზე. ხოლო ბეტონის ფუნდამენტის ან რთული ფუნდამენტის ფასის განსაზღვრა ხდება რელიეფის მდგომარეობის შეფასების შემდეგ.
კოტეჯი, სახლი ან სასტუმრო ბარდება საცხოვრებლად გამზადებულ მდგომარეობაში,(წყლის გამაცხელებლის გარეშე). ინდივიდუალური შეთანხმების შესაძლებელია ჩაბარება ავეჯითაც. ფასში შედის პროექტის მომზადება 60 კვადრატულზე დიდი ზომის სახლებისათვის. მშენებლობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სამშენებლო ობიექტის სიდიდის მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 4-10 კვირას.
გამოყენებული მასალები კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე აღიწერება ხელშეკრულებაში. მოგახსენებთ რომ ხის კონსტრუქცია სრულიად უსაფრთხოა მიწისძვრის დროს, არ რეაგირებს ქარის დატვირთვაზე. იგი ყველაზე კარგად უძლებს რხევებს და აგურის სახლთან შედარებით გაცილებით უფრო კარგად უძლებს ისეთ მკაცრ კლიმატურ პირობებს, მაღამთლიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელ ძლიერ ყინვას და ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელ მაღალ ტენიანობას.
დიდოსტატი გირჩევთ, მიიღოთ ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯის აშენების გადაწყვეტილება და დანარჩენს ჩვენი გამოცდილი გუნდი აიღებს საკუთარ თავზე.