კოტეჯი


კომპანია დიდოსტატი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ,ბუნებრივი ხის მასალისგან კოტეჯების, მუდმივსაცხოვრებელი კაპიტალური ხის სახლების და სასტუმროების მშენებლობას. მშენებლობის დროს გამოიყენება არხანგელსკიდან და კიროვიდან შემოტანილი ნაძვისა და ფიჭვის ხის მასალა, რომელიც დამუშავებულია მწერებისა და ჭიების საწინააღმდეგოდ .მშენებლობის მეთოდიკა წარმოადგენს ფინური სტანდარტის, კარკასული ტიპის მშენებლობას. ხის სახლების დამზადების დროს გამოყენებული მასალები არის ბუნებრივი  და ეკოლოგიურად სუფთა.თერმოიზოლირება და დათბუნება ხდება 15სმ სისქის გერმანული (knauf) ნატურალური ბამბით, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითქმის 5-7 ჯერ შევამციროთ დანახარჯი გათბობაზე და აღარ საჭიროებს ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას.შესაბამისად გაგრილებაზეც. სახურავის მასალად გამოიყენება საქართველოს ბაზარზე არსებული კორეული წარმოების მეტალოკრამიტის სახურავი.ელექტრო გაყვანილობა მონტაჟდება ნორმით გათვალისწინებულზე სამჯერ ან ოთხჯერ დიდი კვეთის სადენებით, ზედმეტი უსაფრთხოების მიზნით.გარე პერიმეტრზე მონტაჟდება ყავისფერი მაღალხარისხიანი მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრები. ორმაგი მინაპაკეტით. გერმანული და ავსტრიული აქსესუარებით, რომელსაც აწერია დამზადების თარიღი და 10 წლიანი გარანტია.სახლის გარეგანი დამუშავება და სასურველ ფერზე შეღებვა ხდება ფინური წარმოების, ტიკურილას ფირმის ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით. რომელიც დამზადებულია წყლის ბაზაზე, არ აქვს სუნი და შეიწოვება ღრმად ხის ფორებში. რაც იცავს ხეს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, წყლის ზემოქმედებისაგან, ნესტის შეწოვისაგან და სხვა გარემო კლიმატური ზემოქმედებისაგან.  სააბაზანო ოთახის იატაკის მოწყობა ხდება ესპანური ან თურქული მეთლახით, ხოლო კედლების მოწყობა ხდება მაღალი ხარისხის დაშპონილი პლასტიკატით. შესაძლებელია კედლების მოწყობა კფელით, დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე. კოტეჯები და ხის სახლები აღჭურვილია სველი წერტილებით (ცივი და ცხელი წყალი, უნიტაზი, ნიჟარა, საშხაპე) და ელ.გაყვანილობით (ჩამრთველებით,ელცქვიტებით (შტეფცელებით), ჭაღებით) . კოტეჯი, სახლი ან სასტუმრო ბარდება საცხოვრებლად გამზადებულ მდგომარეობაში,(წყლის გამაცხელებლის გარეშე).შესაძლებელია ჩაბარება ავვეჯითაც. კოტეჯის ან ხის სახლის ფასში შედის ლითონ-კონსტრუქციის ფუნდამენტის ღირებულება (შეფუთვისა და ამოშენების გარეშე), რომელიც დაშორებულია მიწის ზედაპირიდან 80 სანტიმეტრამდე სიმაღლეზე. ხოლო ბეტონის ფუნდამენტის ან რთული ფუნდამენტის ფასის განსაზღვრა ხდება რელიეფის მდგომარეობის დათვალიერების შემდეგ. ასევე სხვა ყველა გამოყენებული მატერიალები და მასალები, გამოირჩევა მაღალი ხარისხით და კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე აღიწერება ხელშეკრულებაში. მოგახსენებთ რომ ხის კონსტრუქცია სრულიად უსაფრთხოა მიწისძვრის დროს, არ რეაგირებს ქარის დატვითვაზე. იგი ყველაზე კარგად უძლებს რხევებს.და კაპიტალურ სახლთან შედარებით გაცილებით უფრო კარგად უძლებს ისეთ მკაცრ კლიმატურ პირობებს, როგორიცაა ძლიერი ყინვა მაღალ მთაში და მაღალი ტენიანობა ზღვისპირეთში.მოცემულ ფასში შედის  პროექტის მომზადება 60 კვადრატულზე დიდი ზომის სახლებისათვის.// მშენებლობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სამშენებლო ობიექტის სიდიდის მიხედვით და წარმოადგენს 3-9 კვირას . მოცემულ ფასებს ემატება მხოლოდ მასალების ტრანსპორტირების ფასი, რომელიც განისაზღვრება სახლის სიდიდის და თბილისიდან დაშორებული მანძილის მიხედვით. კოტეჯის საექსპლუატაციო ვადა 100 წელზე მეტია. ამას მოწმობს არსებული საუკუნოვანი ხის სახლები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.კომპანია დიდოსტატი აწარმოებს მშენებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელია სატვირთო ავტომობილით მისვლა.  მოგეხსენებათ რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემო მეტად საჭიროა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის. დიდოსტატი გირჩევთ, მიიღეთ დროული გადაწყვეტილება და დაამშვენოთ თქვენი აგარაკის ეზო  პატარა, ლამაზი, და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ხის კოტეჯით. აცხოვრეთ და დაასვენეთ თქვენი ოჯახი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. თქვენ მხოლოდ არჩევანი გააკეთეთ , პროექტირებაზე და დიზაინზე კომპანია დიდოსტატი იზრუნებს. ამიტომ, იჩქარეთ, გახდით დიდოსტატთა გუნდის კლიენტი და მერე მთელი ცხოვრება იამაყეთ ამით.