კოტეჯი


კომპანია დიდოსტატი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ,ბუნებრივი ხის მასალისგან კოტეჯების, მუდმივსაცხოვრებელი კაპიტალური ხის სახლების და სასტუმროების მშენებლობას. მშენებლობის დროს გამოიყენება ციმბირიდან შემოტანილი ნაძვისა და ფიჭვის ხის მასალა, რომელიც დამუშავებულია მწერებისა და ჭიების საწინააღმდეგოდ .მშენებლობის მეთოდიკა წარმოადგენს ფინური სტანდარტის, კარკასული ტიპის მშენებლობას. ხის სახლების დამზადების დროს გამოყენებული მასალები არის ბუნებრივი  და ეკოლოგიურად სუფთა.თერმოიზოლირება და დათბუნება ხდება 15სმ სისქის გერმანული (knauf) ნატურალური ბამბით, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითქმის 5-7 ჯერ შევამციროთ დანახარჯი გათბობაზე და აღარ საჭიროებს ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას.შესაბამისად გაგრილებაზეც. სახურავის მასალად გამოიყენება საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე მაღალხარისხიანი მეტალოკრამიტის სახურავი.ელექტრო გაყვანილობა მონტაჟდება ნორმით გათვალისწინებულზე ორჯერ ან სამჯერ დიდი კვეთის სადენებით, ზედმეტი უსაფრთხოების მიზნით.გარე პერიმეტრზე მონტაჟდება ყავისფერი მაღალხარისხიანი მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრები გერმანული და ავსტრიული აქსესუარებით. სააბაზანო ოთახის იატაკის მოწყობა ხდება თურქული ან ესპანური მეთლახით, ხოლო კედლების მოწყობა ხდება მაღალი ხარისხის დაშპონილი პლასტიკატით. შესაძლებელია კედლების მოწყობა კფელით, დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე. ასევე სხვა ყველა გამოყენებული მატერიალები და მასალები, გამოირჩევა მაღალი ხარისხით და კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე აღიწერება ხელშეკრულებაში. მოგახსენებთ რომ ხის კონსტრუქცია სრულიად უსაფრთხოა მიწისძვრის დროს, არ რეაგირებს ქარის დატვითვაზე. იგი ყველაზე კარგად უძლებს რხევებს.და კაპიტალურ სახლთან შედარებით გაცილებით უფრო კარგად უძლებს ისეთ მკაცრ კლიმატურ პირობებს, როგორიცაა ძლიერი ყინვა მაღალ მთაში და მაღალი ტენიანობა ზღვისპირეთში. კოტეჯები და ხის სახლები აღჭურვილია სველი წერტილებით (ცივი და ცხელი წყალი, უნიტაზი, ნიჟარა, საშხაპე) და ელ.გაყვანილობით (ჩამრთველებით,ელცქვიტებით (შტეფცელებით), ჭაღებით) . კოტეჯი, სახლი ან სასტუმრო ბარდება საცხოვრებლად გამზადებულ მდგომარეობაში,(წყლის გამაცხელებლის გარეშე).შესაძლებელია ჩაბარება ავვეჯითაც. კოტეჯის ან ხის სახლის ფასში შედის ლითონ-კონსტრუქციის მარტივი ფუნდამენტის ღირებულება, რომელიც დაშორებულია მიწის ზედაპირიდან 80 სანტიმეტრამდე სიმაღლეზე. ხოლო ჩვეულებრივი და რთული ფუნდამენტის ფასის განსაზღვრა ხდება რელიეფის მდგომარეობის დათვალიერების შემდეგ.ასევე ფასში შედის პროექტის მომზადება დამკვეთის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით. მშენებლობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სამშენებლო ობიექტის სიდიდის მიხედვით და წარმოადგენს 3-9 კვირას . კოტეჯის საექსპლუატაციო ვადა 100 წელზე მეტია. ამას მოწმობს არსებული საუკუნოვანი ხის სახლები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.კომპანია დიდოსტატი აწარმოებს მშენებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელია სატვირთო ავტომობილით მისვლა.  მოგეხსენებათ რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემო მეტად საჭიროა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის. დიდოსტატი გირჩევთ, მიიღეთ დროული გადაწყვეტილება და დაამშვენოთ თქვენი აგარაკის ეზო  პატარა, ლამაზი, და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ხის კოტეჯით. აცხოვრეთ და დაასვენეთ თქვენი ოჯახი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. თქვენ მხოლოდ არჩევანი გააკეთეთ , პროექტირებაზე და დიზაინზე კომპანია დიდოსტატი იზრუნებს. ამიტომ, იჩქარეთ, გახდით დიდოსტატთა გუნდის კლიენტი და მერე მთელი ცხოვრება იამაყეთ ამით.